ეს შხამიანი მცენარე სახლში არ უნდა გაზარდოთ - ნახეთ, რომელ ყვავილზეა საუბარი
1736436078
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ მის პოლონელ კოლეგას რადოსლავ სიკორსკის ომის მომხრე ჯორჯ სოროსის აგეიტნ უწოდა. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
კოვაჩის თქმით, სიიარტომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პოლონურ მედიაში სიკორსკის კონფიდენციალური წერილი გავრცელდა.
„პოლონურ-უნგრული ძმობა ევროპაში სოროსის ომის მომხრე ერთ-ერთი აგენტის ინტრიგებს გადაიტანს“, - ციტირებს კოვაჩი სიიარტოს.
წერილში სიკორსკი წინადადებით გამოდის, რომ უნგრეთის ელჩისთვის ვარშავაში ყველა მოსაწვევი გაუუქმონ და აგრეთვე უნგრეთის საელჩოსთან ყველა ტიპის, მათ შორის კულტურული ღონისძიებების ფარგლებში, თანამშრომლობა შეაჩერონ.
🇵🇱🇭🇺 "The Polish-Hungarian brotherhood will outlast the scheming of one of Europe’s most war-mongering Soros agents," declared FM Péter Szijjártó in response to a leaked letter published by Polish news outlet https://t.co/7qpVFAXrvJ.
— Zoltan Kovacs (@zoltanspox) January 9, 2025
📜 The letter revealed @sikorskiradek’s… pic.twitter.com/sg1feCLfwj