ტრამპი გრენლანდიაში საკუთარი ვაჟისა და მისი წარმომადგენლების ვიზიტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს

ტრამპი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრენლანდიაში საკუთარი ვაჟისა და მისი წარმომადგენლების ვიზიტის ამსახველ ვიდეო-რგოლს აქვეყნებს.

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი თავის სოციალურ ქსელში გრენლანდიის მოსახლეობას მისი შვილის, დონალდ ტრამპ უმცროსის მასპინძლობისთვის მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მას ძალიან მალე კვლავ იხილავენ.

ამერიკის არჩეული პრეზიდენტის მიერ ატვირთულ ვიდეოში მისი ვაჟი კუნძულის ადგილობრივ მკვიდრებს ხვდება. მათ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ქუდები ახურავთ და აცხადებენ, რომ გრენლანდიის შეერთებული შტატების შემადგენლობაში შესვლა ძალიან გაუხარდებათ.