პიტერ სიიარტო: ვიქტორ ორბანი მომავალ კვირას ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდება

პიტერ სიიარტო

 უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მომავალ კვირას ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდებაენერგეტიკის საკითხების განსახილველად.

შეხვედრა მას შემდეგ დაინიშნა, რაც შეერთებულმა შტატებმა რუსეთის უმსხვილეს ნავთობკომპანიებს - „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ - სანქციები დაუწესა, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს უნგრეთზე, რომელიც კვლავაც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსულ ნავთობსა და გაზზე.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ბუდაპეშტში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გიდეონ საართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „მომავალი კვირის მეორე ნახევარში ვაშინგტონში იქნება შესაძლებლობა, რომ პრემიერ-მინისტრმა [ვიქტორ ორბანმა] პირადად განიხილოს ეს საკითხი ამერიკის პრეზიდენტთან“.