რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1775764780
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გარე ძალები, კერძოდ უკრაინა, უნგრეთის არჩევნებში ჩარევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
სიიარტომ განაცხადა, რომ უცხოური დაზვერვა უპრეცედენტოდ ღიად მოქმედებს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინა ენერგეტიკულ შანტაჟსა და ოპოზიციური პარტია „ტისას“ დაფინანსებაშიც დაადანაშაულა. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიიარტომ ბრიუსელიც გააკრიტიკა.
„უნგრეთი საპარლამენტო არჩევნების პროცესში უცხოური დაზვერვის მხრიდან ხისტი, სასტიკი და აბსოლუტურად ღია ჩარევის მოწმეა. პრემიერ-მინისტრის მიმართ მუქარა, ფარული მოსმენები, შავი ფული, ასობით მილიონის გადატანა უნგრეთის გავლით, ბენზინგასამართი სადგურების საპირფარეშოში დოკუმენტების შევსება, ასევე ნავთობის ბლოკადა და სრული ენერგეტიკული ბლოკადის მცდელობა. ეს ყველაფერი უცხოური დაზვერვის მხრიდან არჩევნებში ჩარევას წარმოადგენს. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. უცხოური დაზვერვის სააგენტოებს არ შეუძლიათ უნგრეთის მომავლის გადაწყვეტა“, - განაცხადა სიიარტომ.