პიტერ სიიარტო: ჩვენ უკრაინის არაფერი გვმართებს - ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია ნატოს და არა უკრაინის მიერ

პიტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთს უკრაინის მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნია.

სიიარტომ აღნიშნა, რომ რუსეთი ევროკავშირის არცერთ წევრ ქვეყანას არ დასხმია თავს და უკრაინა ამჟამად საკუთარ თავს იცავს და არა მთელ ევროპას.

„რუსეთი ევროკავშირის არცერთ წევრ სახელმწიფოს არ დასხმია თავს. უკრაინა საკუთარ თავს იცავს. ჩვენ უკრაინის არაფერი გვმართებს. ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია ნატოს და არა უკრაინის მიერ“, - აღნიშნა უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.