PHOTO: ველური ბუნების ფოტოკონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ფოტოკონკურსი

„კატა და მისი ნადავლი“ ამერიკელი ფოტოგრაფის, დენის სტოგსდილის სურათმა Nature TTL-ის ველური ბუნების წლის ფოტოგრაფის კონკურსის მთავარი ჯილდო მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ინფორმაციით ფოტო ტანზანიაშია გადაღებული. მასზე დაფიქსირებულია კარაკალია, რომელმაც ვარდისფერ ფლამინგოზე ინადირა. ფოტომ ასევე გაიმარჯვა კატეგორიაში „ცხოველების ქცევა“.

 მაიკლ სნედიკის სურათმა დაიკავა ამავე კატეგორიაში მეორე ადგილი, რომელზეც აფრიკული სპილოა დაფიქსირებული. 

კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 8 ათასამდე ფოტო იყო წარმოდგენილი.

კატეგორია: კამერა-ხაფანგი

გამარჯვებული - ჯეფრი რეინოდი

მეორე ადგილი - საშა ფონსეკა

კატეგორია: პეიზაჟი

გამარჯვებული - ბერტუს ჰანეკომი

მეორე ადგილი - მარეკ ბიგალსკი

კატეგორია: პატარა სამყარო

გამარჯვებული - ტიბორ ლიტაუზსკი

მეორე ადგილი - ტიმ კრები

კატეგორია: ღამის ცა

გამარჯვებული - ჯოსლინ კორნუ

მეორე ადგილი - მაურო ტრონტო

კატეგორია: წყალქვეშა სამყარო

გამარჯვებული - ენდი შმიდი

მეორე ადგილი - ტალია გრეისი

კატეგორია: ურბანული ველური ბუნება

გამარჯვებული - ჯენ პიეკა

მეორე ადგილი - ჯოსლინი კორონუ

კატეგორია: ველური პორტრეტები

გამარჯვებული - ტომას შპილა

​მეორე ადგილი - მეტ ენგელმანი

კატეგორია: 16 წლამდე

გამარჯვებული - აჩინტია მურთი

​მეორე ადგილი - მაქსიმილიან პაკჟოვსკი