პეტერ მადიარი: უნგრეთი უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ გეგმავს

პეტერ მადიარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პეტერ მადიარის განცხადებით, ოფიციალური ბუდაპეშტი უკრაინაში არცერთი უნგრელი სამხედროს გაგზავნას არ აპირებს.

ჟურნალისტმა მადიარს ჰკითხა, რა ნაბიჯების გადადგამს უნგრეთი, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიისთვის? შესაძლებელია, თუ არა, რომ უნგრეთმა მშვიდობის გასამყარებლად უკრაინაში სამხედროები გააგზავნოს?

„ჩვენ არცერთი უნგრელი სამხედროს გაგზავნას უკრაინაში არ ვგეგმავთ, მაგრამ თქვენ საუბრობდით გეგმაზე, რომელიც ჯერ არ არსებობს. შესაბამისად, პირველ ყოვლისა, ჩვენ უნდა დაველოდოთ შეთანხმებას, პროცესის დასასრულს, ხოლო შემდეგ ყველა ქვეყანამ უნდა განიხილოს შესაძლებლობები, ვალდებულებები“, - განაცხადა მადიარმა.