Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
პენტაგონის ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„მხარეებმა განიხილეს ისრაელის სამხედრო კამპანია ღაზაში და მზადება სტაბილიზაციის ეტაპისთვის, რომელიც მოჰყვება ძირითად საბრძოლო ოპერაციებს“,- აღნიშნულია განცხადებაში.
პენტაგონის განმარტებით, ოსტინმა კიდევ ერთხელ აღნიშნა აშშ-ის გადაწყვეტილება, უზრუნველყოს, რომ „ჰამასი“ აღარ დაემუქრება ისრაელის უსაფრთხოებას და ხაზი გაუსვა ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების დაჩქარების მნიშვნელობას.
ამასთან, პენტაგონის ცნობით, მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც.