პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების საქმეზე 22 წლის ჯეკ ტეიშეირას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების საქმეზე 22 წლის ჯეკ ტეიშეირას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დაკავებულმა ბრალი აღიარა.

ეროვნული გვარდიის საჰაერო ძალების წევრს, ჯეკ ტეიშეირას ბრალი ედებოდა საიდუმლო სამხედრო დოკუმენტების სოციალური ქსელით გამოქვეყნებაში. საიდუმლო მასალები უკრაინისთვის შეიარაღებისა და სხვა აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მოიცავს.

დოკუმენტები გასული წლის 23 თებერვლიდან პირველ მარტამდე პერიოდით თარიღდება და გრიფი საიდუმლო ადევს, თუმცა მისი ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის.

ჯეკ ტეიშეირა, გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ დაიტონში გასული წლის 13 აპრილს დააკავეს. ის ეროვნული გვარდიის საჰაერო თავდაცვის ძალების დაზვერვის განყოფილების აიტი სპეციალისტად მუშაობდა.