ჰოლივუდის რომელმა ვარსკვლავებმა დაკარგეს სახლები კალიფორნიის ხანძრის გამო?
1736456250
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ილონ მასკს მოუწოდებს, ევროკავშირის საქმეებში „ჩარევა“ შეწყვიტოს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პედრო სანჩესმა მასკი სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებული პოსტების მეშვეობით „ინსტიტუტებზე თავდასხმაში, სიძულვილის გავრცელებასა და ნაცისტების მხარდაჭერაში“ დაადანაშაულა.
„საერთაშორისო უკიდურესი მემარჯვენეები, რომლებსაც წლებია, ვუპირისპირდებით ესპანეთში, ამჯერად მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის მეთაურობით, ღიად უტევენ ჩვენს ინსტიტუტებს, აღვივებენ სიძულვილს და მხარს უჭერენ ნაციზმის მემკვიდრეებს გერმანიაში“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.
როგორც სანჩესმა აღნიშნა, მასკის ქმედებები აზიანებს დემოკრატიას ევროპაში.
„ისტორია თუ რამეს გვასწავლის, არის ის, რომ თავისუფლება არასდროს არის სამუდამოდ მოპოვებული“, – აღნიშნა პედრო სანჩესმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ კვირას ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა სტატია, სადაც საუბარია, რომ კატალონიის რეგიონში გაუპატიურების შემთხვევების უმეტესობა უცხოელების მიერ იყო ჩადენილი.