პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საფრანგეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ქალაქ ნიცის ეკლესიაში შეიკრიბნენ

ეკელსია

 ქართველები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის გარდაცვალებას გლოვობენ.

საფრანგეთში ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ქალაქ ნიცის ეკლესიაში შეიკრიბნენ, გადაიხადეს პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. რიტუალში მონაწილეობისთვის ნიცაში ქართველები საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქიდან ჩავიდნენ.