დაგროვებითი პენსია 18,749-მა პირმა გაიტანა - რა შემთხვევაში შეგიძლიათ თანხის მიღება
1746736188
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე კომისია გიორგი ვაშაძის საქმეს პროკურატურას გადაუგზავნის.
როგორც საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებისას თეა წულუკიანმა განაცხადა, გიორგი ვაშაძე კომისიის სხდომაზე 10:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო.
„მან იცოდა, რომ დაბარებული იყო კონკრეტულ დროს თუმცა არ მობრძანდა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის თქმით, სისხლის სამართლის საქმე, 349-ე მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით, შესასწავლად გადაეგზავნება პროკურატურას.