მერაბ დვალიშვილის პირველი კომენტარი პიოტრ იანთან ბრძოლის შემდეგ
1792875175
ასობით ათასი ადამიანი ქუჩებში, შეტაკებები და 1000-მდე დაკავებული. დაძაბული ვითარება იყო პარიზში, ლიონში, მარსელსა და სხვა ქალაქებში. ქუჩაში გამოვიდა 70 000 პოლიციელი, მათ მომიტინგეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, პარიზში იმყოფებოდა არეულობის დაახლოებით 500-მდე მონაწილე, რომლებიც იყვნენ განწყობილი შიდა უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმისა და ობიექტების გაძარცვისთვის.
"პარიზში მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა, რომელმაც მშვიდობიანად ჩაიარა, ისევე როგორც საპროტესტო მსვლელობების უმეტესობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჩამოყალიბდა მაღალი რისკის შემცველი რამდენიმე ჯგუფი, რომელიც შედგებოდა შენიღბული, ძირითადად შავებში ჩაცმული პირებისგან – რადიკალური მემარცხენე და ულტრამემარცხენე აქტივისტებისგან. ზოგიერთ ქალაქში დაფიქსირდა ზიანი ან ბიზნესების გაძარცვის ფაქტები, თუმცა ასეთი შემთხვევები ძალიან მცირე რაოდენობით იყო, გაცილებით ნაკლები, ვიდრე ერთი კვირის წინ გამართული აქციების დროს. პარიზში იმყოფებოდა არეულობის დაახლოებით 500-მდე მონაწილე, რომლებიც იყვნენ განწყობილი შიდა უსაფრთხოების ძალებზე თავდასხმისა და ობიექტების გაძარცვისთვის." - აცხადებს ლორან ნუნიესი.