1740914281
პაპის ჯანმრთელობის შესახებ ვატიკანი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

რომის პაპმა ფრანცისკმა მძიმე რესპირატორული შეტევა გადაიტანა. ექიმებმა ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს და მისი მდგომარეობის დასტაბილურება შეძლეს, - ნათქვამია ვატიკანის ოფიციალურ განცხადებაში.
ექიმების თქმით, მათ რომის პაპის მდგომარეობის უკეთ შეფასებისთვის 24-დან 48-მდე საათი სჭირდებათ.
რომის პაპი ორმხრივი პნევმონიით საავადმყოფოში ორი კვირის წინ მოათავსეს.
ცნობისთვის, არგენტინელი პონტიფიკოსი რომის კათოლიკურ ეკლესიას თითქმის 12 წელია უდგას სათავეში. როგორც ცნობილია, მას 21 წლის ასაკში ცალი ფილტვი ამოაჭრეს გადატანილი დაავადების გამო. ამ მიზეზით, რესპირატორული ინფექციების მიმართ მისი ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა და გართულების მეტი რისკი აქვს.