პაპი ფრანცისკე რომის "რეჯინა ჩელის" ციხეში, კათოლიკური წმინდა კვირის ფარგლებში, პატიმრებთან შესახვედრად ჩავიდა

პაპი

პაპი ფრანცისკე რომის "რეჯინა ჩელის" ციხეში, კათოლიკური წმინდა კვირის ფარგლებში, პატიმრებთან შესახვედრად ჩავიდა.

88 წლის პონტიფიკოსი ვატიკანიდან ციხემდე რამდენიმე წუთიანი გზა განვლო, ხოლო ადგილზე დაახლოებით 70 პატიმარს მიესალმა.

ციხეს პაპი ბოლოს 2018 წელს ესტუმრა, ამჯერად ეს ერთ-ერთი პირველი ვიზიტია მას შემდეგ, რაც მან მძიმე ავადობის გამო ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის პერიოდი გაიარა.