ირანში კონფლიქტმა შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს - ვოლოდიმირ ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

ირანში კონფლიქტმა, შესაძლოა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება შეანელოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გასულ წელს, 12-დღიანი ომის დროს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროგრამების მუშაობა შენელდა.

„ჯერჯერობით ეს არ მომხდარა, მაგრამ ვშიშობ, რომ ეს შესაძლოა კვლავ მოხდეს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.