1772916489
ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა - მედია
ოსლოში, აშშ-ის საელჩოსთან ძლიერი აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე, საკონსულო განყოფილების შესასვლელთან მოხდა. აფეთქების შედეგად დაზიანდა შენობა.
ნორვეგიის პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერიტორიაზე დამატებითი ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ. მიმდინარეობს გამოძიება.











