ორმა ამერიკელმა ქალმა აღმოაჩინა, რომ 57 წლის წინ, დაბადებისას პერსონალს ისინი ერთმანეთში აერია

დები

 ოკლაჰომას ერთ-ერთ საავადმყოფოში დაბადებულმა ორმა ქალმა აღმოაჩინა, რომ ისინი დაბადებისას პერსონალს ერთმანეთში აერია და მათ მშობლებს შვილები შეცდომით მიუყვანეს. ქალების თქმით, ამ ფაქტმა მათი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.

 ტინა ელისი და მისი შვილი Ancestry.com-ზე დნმ-ის ტესტმა არცერთ ახლო ნათესავთან არ დააკავშირა. სამაგიეროდ, ტესტმა აჩვენა, რომ ბრისტერების ოჯახის შთამომავლები იყვნენ. მოგვიანებით ტინას დედამ გაიკეთა დნმ-ის ტესტი და გაიგო, რომ შვილთან არანაირი გენეტიკური კავშირი არ აქვს.

 ტინას შვილმა ინტერნეტში ის ქალი იპოვა, რომელიც დედამისის მსგავსად იმავე დღესა და საავადმყოფოში დაიბადა. როცა ქალის ფოტო თავის ბებიას აჩვენა, ფიზიკური მსგავსება აშკარა იყო და ასე გაირკვა, რომ საავადმყოფოში 57 წლის წინ ბავშვები ერთმანეთში აერიათ. ტინას შვილის მიერ ნაპოვნმა ქალმა, სახელად ჯილმა, ასევე ჩაიტარა დნმ-ის ტესტი და Ancestry.com-მა ის სწორედ ტინას დედასთან დააკავშირა.

„დიდი ხანი საკუთარ ემოციებში ვერ ვერკვეოდი, რადგან ადამიანისთვის ამ ყველაფრის გაცნობიერება ძალიან რთულია. მთელი ცხოვრება ვიცოდი, თუ ვინ იყო დედაჩემი, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ სხვა დედა მყოლია", - ამბობს ჯილ ლოპესი.