„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ჩეხეთის ყოფილ პრემიერს ანდრეი ბაბიშს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„სიმართლემ გაიმარჯვა! ანდრეი ბაბიშმა დამაჯერებლად გაიმარჯვა ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებზე. ეს დიდი ნაბიჯია ჩეხეთის რესპუბლიკისთვის, კარგი ამბები ევროპისთვის. ვულოცავთ ანდრეის!“, - დაწერა ორბანმა სოციალურ ქსელ X-ში.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ტელეფონით უკვე ესაუბრა ბაბიშს. „ახლახან დავურეკე ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულს, ბატონ ანდრეი ბაბიშს, რათა მივულოცო მას და წარმატება და სიბრძნე ვუსურვო“, - დაწერა ფიცომ Facebook-ში.
ცნობისთვის, ჩეხეთში 3-4 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ხმათა 99%-ის დამუშავების შედეგად, ბაბიშის პარტიას ANO („უკმაყოფილო მოქალაქეთა აქცია“) მხარი ამომრჩეველთა 34,69%-მა დაუჭირა და პირველ ადგილზე გავიდა.