1773857175
ორბანი: უკრაინა არ არის გამოსავალი, ის პრობლემაა - ის ევროპას უფრო ასუსტებს, ვიდრე აძლიერებს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროკავშირს პრიორიტეტების გადახედვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ევროპამ ყურადღება საკუთარი თავის გაძლიერებაზე უნდა გადაიტანოს და არა უკრაინის მხარდაჭერაზე.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, უკრაინა არ წარმოადგენს ევროპული კრიზისის მოგვარების გზას. პირიქით, ის თავად არის პრობლემა, რომელიც ევროპას ენერგიასა და რესურსებს აცლის.
ორბანი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პოლიტიკა ევროკავშირს უფრო მოწყვლადს ხდის და ართმევს მას გლობალურ ასპარეზზე გაძლიერების შანსს.
„ევროპა საკუთარი თავის გაძლიერებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული და არა უკრაინაზე. უკრაინა არ არის გამოსავალი, ის პრობლემაა. ის ევროპას უფრო ასუსტებს, ვიდრე აძლიერებს. ჩვენი პრიორიტეტი ჩვენივე მომავალი უნდა იყოს“, - დასძინა ორბანმა.











