1761587525
ორბანი: თუ გვინდა შევინარჩუნოთ მშვიდობა უნგრეთში, არ შეგვიძლია ბრიუსელის დინებას მივყვეთ ვიქტორ ორბანი
თუ გვინდა შევინარჩუნოთ მშვიდობა უნგრეთში, არ შეგვიძლია ბრიუსელის დინებას მივყვეთ, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.
„მსოფლიო ნელ-ნელა ეჩვევა ომებს. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სამხედრო კონფლიქტები ერთმანეთის მიყოლებით ღვივდებოდა მთელ მსოფლიოში - კავკასიიდან ახლო აღმოსავლეთამდე, ახლა კი სამი წელია, გვერდით რუსეთ-უკრაინის ომი მძვინვარებს“, - აღნიშნა უნგრეთის მთავრობის მეთაურმა.
ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „როდესაც მსოფლიო ეჩვევა ომებს, ისინი სულ უფრო საშიში ხდება“.
„ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიოში გავრცელებული ომის ციებ-ცხელებისგან შორს დავრჩეთ. ამიტომაც, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან, ანტი-საომარ კოალიციას ვაშენებთ“, - დასძინა მან.










