ორბანი აცხადებს, რომ „ორეშნიკის“ რაკეტის გამოყენების შესახებ ვლადიმირ პუტინის განცხადება დასავლეთში სერიოზულად უნდა მიიღონ

 ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინის გუშინდელი განცხადება „ორეშნიკის“ საშუალო რადიუსის რაკეტის გამოყენების შესახებ დასავლეთში სერიოზულად უნდა მიიღონ.

ორბანის თქმით, ეს იყო პასუხი აშშ-ს მიერ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების უფლების მიცემის საპასუხოდ.

„არსებობს ვარაუდი, რომ ამ რაკეტების გამოყენება ვერ მოხდებოდა ამერიკელი ექსპერტების დახმარების გარეშე, რის გამოც რუსებმა მოულოდნელი და მძაფრი რეაგირება მოახდინეს“, – აღნიშნავს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

ორბანის თქმით, პუტინი როდესაც რაღაცას ამბობს, „ცარიელი სიტყვები არ არის, ამ სიტყვებს აქვთ წონა და მოჰყვება შედეგები“.

ამასთან, როგორც ორბანი აღნიშნავს, პუტინის კომენტარები იმის თაობაზე, რომ ქვეყნები, რომლებიც უკრაინას შორ მანძილზე მოქმედების იარაღს აწვდიან, შესაძლოა, რუსული თავდასხმის სამიზნე გახდნენ, ასევე არ არის „საკომუნიკაციო ხრიკი“.