"ოქტომბერში, ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა" - ანტონიო კოშტა

ანტონიუ კოშტა

ევროკავშირი მორიგ გადაწყვეტილებას იღებს - ბრიუსელი რუსული აქტივების უვადოდ გაყინვას აანონსებს. ევროპა რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს.

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო კოშტას თქმით, ოქტომბერში, ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე, ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა იქამდე, სანამ რუსეთი არ დაასრულებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს.

"ოქტომბერში ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის ლიდერებმა აიღეს ვალდებულება, რომ რუსული აქტივები გაყინული იქნებოდა, ვიდრე რუსეთი არ დაასრულებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომს და არ აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს. დღეს ჩვენ შევასრულეთ ეს ვალდებულება. შემდეგი ნაბიჯი უკრაინის ფინანსური საჭიროებების უზრუნველყოფაა 2026-2027 წლებისთვის", - განაცხადა ანტონიო კოშტამ.