1781210306
ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ფასები სწრაფად დაეცემა - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინფლაციის ზრდასთან დაკავშირებით შეშფოთება უარყო. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„მიყვარს ინფლაცია“, – განაცხადა ტრამპმა სტატისტიკის ბიუროს მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.
როგორც „სიენენი“ წერს, მაისში წლიური ინფლაცია 4.2%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
დონალდ ტრამპის თქმით, ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შემდეგ ფასები სწრაფად დაეცემა.
„ჩვენ მილიონობით ბარელ ნავთობს ვიღებთ. ერთ ღამეში 22 გემი გავანადგურეთ, რადგან მათი რადარი აღარ მუშაობს“, – განაცხადა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია პირველად გაასაჯაროვა.
Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს
1781185313












