ომი ყველაზე მეტად აზიანებს ევროპას, ამერიკა არ სუსტდება, ჩინეთი ძლიერდება და ევროპა იტანჯება - ვიქტორ ორბანი

ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ყველაზე მეტად ევროპას აზიანებს. 

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ომისგან გამოწვეული ინფლაციიდან გამოსავალი მშვიდობაა.

,,დღეს ყველა ხედავს, რომ ომი ყველაზე მეტად აზიანებს ევროპას. ამერიკა არ სუსტდება, ჩინეთი ძლიერდება და ევროპა იტანჯება. ევროპას მშვიდობა სჭირდება და არა ომი!

უნგრეთისა და ევროპის საზღვრებზე ომია. ომის შედეგად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ომის ინფლაცია ხელახლა გაჩნდა. ენერგიის ფასები მკვეთრად იზრდება და ეს ასუსტებს ევროპას. ომმა და სანქციებმა ერთად განაპირობა ის, რომ დღეს ევროპისთვის ყველაზე ძვირად ღირებული რამ არის ენერგია. ამიტომ, ევრო დოლართან მიმართებით სუსტდება. ომში საკითხი არ არის ენერგიის ფასი, არამედ იქნება თუ არა გაზი, ნავთობი და ენერგია. ჩვენ გვჭირდება სასწრაფო ცეცხლის შეწყვეტა და მოლაპარაკებები. უნგრეთის პოზიცია თავიდანვე ნათელია: ჩვენ გვინდა მშვიდობა. ჩვენ ასევე წარმოვადგენთ ამას ევროპულ ფორუმებზე“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.