გამოქვეყნდა ოჯახების სია, რომლებსაც სახელმწიფო სახლებს შეუსყიდის
1749215304
ომი გრძელდება უკრაინაში - ჩერნიგოვის ოლქზე ოკუპანტის თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის. არიან დაჭრილები. რუსეთმა ოლქში მდებარე ქალაქი პრილუკი დრონებით დაბომბა. განადგურებულია კერძო საცხოვრებელი სახლები და მეურნეობები.
სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ხარკოვზე, დაიჭრა 17 მოქალაქე, დაზიანებულია კორპუსები.
ფრონტის ხაზზე ცეცხლი არ წყდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში, 9 საბრძოლო მიმართულებით, 115 შეტაკება მოხდა.