ნიდერლანდებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ოქტომბერს გაიმართება

ნიდერლანდები

ნიდერლანდებში მთავრობის გადადგომის გამო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 29 ოქტომბერს გაიმართება. ინფორმაციას ნიდერლანდური მედია ავრცელებს.

თარიღი მთავრობამ და ქვეყნის საარჩევნო კომისიამ უკვე შეათანხმეს. როგორც საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, 29 ოქტომბერზე ადრე არჩევნების ჩატარება არდადეგების გამო მიზანშეწონილი არ არის. გარდა ამისა, ხელისუფლებამ 13,5 მილიონი საარჩევნო ბიულეტენის დაბეჭდვა და ფოსტით მათი გაგზავნა უნდა მოასწროს.

ცნობისთვის, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოფმა მმართველი კოალიციის დაშლის გამო გუშინწინ განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს.