გამოვლინდა ასაკი, რომლის შემდეგაც იწყება ტვინის დაბერება
1737702240
გასულ ღამეს ოკუპანტებმა ხარკოვზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რა დროსაც ბავშვთა გამაჯანსაღებელი ბანაკის შენობა დაზიანდა. ხარკოვის მერი წერს, რომ დაბომბვის შედეგად 2 რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა შენობა ცარიელი იყო და არავინ დაშავებულა - "ეს არის ცალსახად სამოქალაქო ობიექტი, ამიტომ, ჩვენმა მტერმა მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ ის ტერორისტია " - წერს იგორ ტერეხოვი.
რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, რუსებმა ხარკოვი ბელგოროდის ტერიტორიიდან, S-300 რაკეტით დაბომბეს.
დაბომბვის შედეგად სოფელ სლობოჟანსკეში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები და სოფლის საკრებულოს შენობაც.