ოჰაიოში ჯეი დი ვენსის სახლი დააზიანეს - დაკავებულია ერთი პირი

ჯეი დი ვენსი

ოჰაიოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სახლი დააზიანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას მედია აშშ-ის საიდუმლო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ვენსის სახლზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ფანჯრები ჩაიმსხვრა, დაკავებულია ერთი პირი.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის განცხადების თანახმად, ჯეი დი ვენსი მომხდარის დროს რეზიდენციაში არ იმყოფებოდა.