ირანში მიმდინარე დემონსტრაციებზე 35 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვებიც

ირანი

 მასობრივი პროტესტის დაწყების შემდეგ, ირანში დემონსტრაციებზე 35 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან ბავშვებიც. ინფორმაცია საერთაშორისო მედიამ გაავრცელა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 17 ქვეყნის პროვინციის სხვადასხვა ქალაქში 1200 ადამიანი დააკავეს.

აქციები დეკემბრის ბოლოს ეკონომიკური კრიზისის ფონზე დაიწყო, მოქალაქეები სახელმწიფოს მართვის პრინციპების გადახედვას და ქვეყნის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის გადაყენებას ითხოვენ.