„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უახლოეს მომავალში ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დანიშნავს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას აღნიშნა, ოდესა უფრო მეტ დაცვას იმსახურებს და ამის მიღწევა შესაძლებელია სამხედრო ადმინისტრაციის საშუალებით.
ამასთან, ზელენსკიმ ქალაქში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„ოდესა იმსახურებს უფრო მეტ დაცვასა და მხარდაჭერას. ოდესაში უსაფრთხოების ძალიან ბევრი საკითხი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში უპასუხოდ რჩებოდა. ყველა ეფექტური გადაწყვეტილება მიღებული იქნება. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უახლოეს მომავალში დავნიშნავ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზი მერის რუსეთის მოქალაქეობა გახდა, რასაც ტრუხანოვი უარყოფს.