ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ტექნოლოგიურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის კავშირის კვლევის ავტორებს მიენიჭათ

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში

სტოკჰოლმში ალფრედ ნობელის სახელობის ეკონომიკის პრემიის გამარჯვებულები დაასახელეს. წელს შვედეთის სახელმწიფო ბანკის მიერ დაარსებული პრემიის მფლობელები ჯოელ მოკირი, ფილიპ აგიონი და პიტერ ჰაუიტი გახდნენ.

პრემიის ნახევარს მოკირი „ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად სტაბილური ეკონომიკური ზრდის წინაპირობების აღმოჩენისთვის“ მიიღებს, ჯილდოს მეორე ნაწილს კი აგიონი და ჰაუიტი - „შემოქმედებითი ნგრევის გზით ეკონომიკური ზრდის თეორიის შემუშავებისთვის“.