სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
1748161661
24 მაისს ნიუ-იორკში, ჰადსონის მდინარეზე გაჩერებულ გემზე აფეთქების შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა.
აფეთქება ნიუ-იორკის დროით, დაახლოებით დილის 10:30 საათზე ქალაქის საკუთრებაში არსებულ გემზე მოხდა, რომელსაც გადასამუშავებელი საკანალიზაციო ნარჩენები გადაჰქონდა.
როგორც ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურის მოადგილე უფროსმა, დევიდ სიმსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სიმსის თქმით, გემი საკანალიზაციო ნარჩენების გადასამუშავებელ ქარხნებში გადასატანად.
აშშ-ს სანაპირო დაცვის ინფორმაციით, აფეთქების დროს გემზე მუშები ცეცხლთან ან ნაპერწკალთან დაკავშირებულ სამუშაოებს ასრულებდნენ.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მდინარეში უგონო მდგომარეობაში მყოფი 59 წლის მამაკაცი იპოვეს. ადგილზე გამოცხადებულმა პოლიციამ ის გარდაცვლილად გამოაცხადა.
აფეთქება North River-ის საკანალიზაციო გამწმენდი სადგურის მახლობლად მოხდა.
როგორც სიმსმა აღნიშნა, აფეთქებამ გემის გემბანზე გადასამუშავებელი საკანალიზაციო ნარჩენები გააფრქვია, რის გამოც მეხანძრეებსა და სხვა მაშველებს დეზინფექცია ჩაუტარდათ.