13 000 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1793359039
ამერიკული როკ-ჯგუფი Nirvana თავისი ბოლო ალბომის In Utero-ს ახალ ვერსიას გამოუშვებს, რომელიც ჩანაწერის 30 წლის იუბილესადმი იქნება მიძღვნილი. ამის შესახებ Loud Wire წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ალბომის ახალ ვერსიაში ჯგუფის 53 ტრეკი შევა, რომელიც აქამდე არასოდეს გამოუციათ. სულ კი ჩანაწერში 72 კომპოზიცია იქნება, რომელთა შორისაც Nirvana-ს 1993-1994 წლების კონცერტების ჩანაწერებიც შევა. ალბომი 27 ოქტომბერს გამოვა.
Nirvana-ს ბოლო სტუდიური ალბომი In Utero 1993 წელს გამოვიდა. მასში შედის ისეთი ცნობილი კომპოზიციები, როგორებიცაა Heart-Shaped Box, Rape Me, All Apologies. რელიზიდან ნახევარი წლის შემდეგ ჯგუფის სოლისტი კურტ კობეინი გარდაიცვალა.