ცნობილი ხდება ვანგას წინასწარმეტყველება ოქროსთან და სხვა ძვირფას ლითონებთან დაკავშირებით
1770497225
რუსეთში ვაგანოვას სახელობის აკადემიის რექტორმა, ნიკოლოზ ცისკარიძემ თეატრებში ვიზიტორებისთვის დრესკოდის შემოღების საჭიროების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან ისაუბრა.
ცისკარიძის თქმით, კულტურულ დაწესებულებებში სამოსის სტანდარტი უნდა ისევე განსაზღვრული, როგორც ეკლესიებში, სადაც შორტებით და დეკოლტეთი შესვლა არ შეიძლება.
„თეატრში იგივეა. არ შეიძლება მისვლა ფლიპ-ფლოპებით, არ შეიძლება შორტებით. ეს უბრალოდ ამ ადგილის პატივისცემაა“, - აღნიშნა ცისკარიძემ. მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვის დაწესებას კულტურის სამინისტრომ უნდა შეუწყოს ხელი.