1753907905
ნიდერლანდების სენატმა ფოიერვერკების აკრძალვას დაუჭირა მხარი

ნიდერლანდების სენატმა ფოიერვერკების აკრძალვას მხარი დაუჭირა. მანამდე, აპრილში შესაბამისი დადგენილება პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა. აკრძალვა 2027 წლის დასაწყისისთვის უნდა ამოქმედდეს.
ამ პერიოდში ნიდერლანდების ინფრასტრუქტურის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა უნდა მოამზადოს იურიდიული დოკუმენტი და განსაზღვროს პირობები, რომელთა დაკმაყოფილებაც სავალდებულო იქნება ორგანიზაციებისთვის ფოიერვერკების მოსაწყობად.
ფოიერვერკების აკრძალვას ნიდერლანდების მუნიციპალიტეტები და საგანგებო სამსახურები, ასევე ცხოველთა და გარემოს დამცველები დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ საახალწლო პერიოდში ინციდენტების სიმრავლის გამო.