ინდოელი წინასწარმეტყველის, აბჰიგია ანანდის პროგნოზი 2026 წლისთვის
1768509071
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამბიციები გრენლანდიის მიმართ ევროპისთვის არის „გამოღვიძების ზარი“, – ამის შესახებ ნიდერლანდების ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, რობ იეტენმა განაცხადა.
ცენტრისტული პარტია „დემოკრატები 66“-ის ლიდერის თქმით, ევროპისთვის აუცილებელია უფრო ძლიერი თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, შეერთებულ შტატებზე ფოკუსირების ნაცვლად.
რობ იეტენი გეგმავს ევროპელ კოლეგებთან გასაუბრებას იმის გასარკვევად, რა როლის შესრულება შეუძლია ნიდერლანდებს ევროპული თანამშრომლობის გაძლიერებაში. მიუხედავად ამისა, იეტენმა ხაზი გაუსვა, რომ ის ასევე შეეცდება ვაშინგტონთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ძირითადად უსაფრთხოების, უკრაინაში ომის, ასევე ეკონომიკურ დონეზე, რადგან, მისი თქმით, ნიდერლანდების და ამერიკის ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.
38 წლის რობ იეტენი ნიდერლანდების ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდება ოფიციალურად, მას შემდეგ, რაც სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს ფიცს დადებს.