New York Post: სამშვიდობო ხელშეკრულების ფარგლებში უკრაინამ, შესაძლოა, საკუთარი ტერიტორიების 20% რუსეთს დაუთმოს

NYP

ამერიკულმა გამოცემა New York Post-მა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული უკრაინის სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი ქვეყანაში სამშვიდობო ძალების განლაგება არის.

ოფიციალური დოკუმენტის გამოქვეყნებამდე ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ამერიკულ მედიას განუცხადა, რომ გეგმის თანახმად უკრაინაში „მდგრადობის ძალები“ შეიქმნება, რომელიც კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიების მსგავსი იქნება.

„სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს უსაფრთხოების ძალები, რასაც ჩვენ „მდგრადობის ძალებს“ ვუწოდებთ“, - ციტირებს New York Post-ი ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

გარდა ამისა, უკრაინაში ცალკე სამშვიდობო მისიის ჩამოყალიბებაც იგეგმება. მისიის შემადგენლობაში შევლენ რუსეთის, უკრაინისა და მესამე ქვეყნის წარმომადგენლები. აუცილებელი პირობაა, რომ მესამე ქვეყანა არ უნდა იყოს ნატოს წევრი. ის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს კონტროლს გაუწევს.

თავის მხრივ, The Wall Street Journal-ი აღნიშნავს, რომ გეგმა, შესაძლოა, ყირიმის რუსულ ტერიტორიად აღიარებას მოიცავდეს.

ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ საკუთარი მიწის 20% დათმობს. ეს მოხდება დე-ფაქტო და არა დე-იურე. „დე-ფაქტო ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვაღიარებთ რუსების მიერ ოკუპირებულ ამ ტერიტორიას, მაგრამ არ ვიტყვით, რომ უკრაინა მას საბოლოოდ გადასცემს“, - ციტირებს გამოცემა ჩინოვნიკს.