1775579006
ნეთანიაჰუს განცხადებით, სამშაბათს ისრაელმა ირანის სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და ხიდებზე მიიტანა იერიში
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სამშაბათს ისრაელმა ირანის სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და ხიდებზე მიიტანა იერიში.
„გუშინ ჩვენმა მფრინავებმა გაანადგურეს სატრანსპორტო თვითმფრინავები და ათობით ვერტმფრენი ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზაზე. დღეს მათ იერიში მიიტანეს იმ რკინიგზებსა და ხიდებზე, რომლებსაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი იყენებდა“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
„ისინი ამ გზებს იარაღისთვის საჭირო ნედლეულის, უშუალოდ იარაღისა და იმ მებრძოლების გადასაყვანად იყენებენ, რომლებიც თავს გვესხმიან ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს - სწორედ იმ მებრძოლების, რომლებიც ასევე ჩაგრავენ ირანელ ხალხს“, - განაგრძო მან.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ეს დარტყმები „არ იყო მიმართული ირანელი ხალხის წინააღმდეგ“.












