ჯეი დი ვენსი უნგრელებს: ბრიუსელელ ბიუროკრატებს არ უნდა მოუსმინოთ - მოუსმინეთ უნგრელი ხალხის სუვერენიტეტს

ჯეი დი ვენსი

უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მოსახლეობას სუვერენიტეტის დაცვისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისკენ მოუწოდა.

ბუდაპეშტში სიტყვით გამოსვლისას მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის მომავალი მხოლოდ უნგრელი ხალხის ხელშია.

„ჩვენ გვსურს, რომ თქვენ მიიღოთ გადაწყვეტილება საკუთარი მომავლის შესახებ ყოველგვარი გარე ძალების ზეწოლის გარეშე... ბრიუსელელ ბიუროკრატებს, იმ ადამიანებს, არ უნდა მოუსმინოთ. მოუსმინეთ თქვენს გულებს, მოუსმინეთ თქვენს სულებს და მოუსმინეთ უნგრელი ხალხის სუვერენიტეტს“, - აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.