რუსეთის ლენინგრადის ოლქში უსტ-ლუგას ნავთობტერმინალი უკრაინის თავდაცვის ძალების თავდასხმის შედეგად დაზიანდა

ნავთობტერმინალი

რუსეთის ლენინგრადის ოლქში მდებარე უსტ-ლუგას ნავთობტერმინალი უკრაინის თავდაცვის ძალების თავდასხმის შედეგად დაზიანდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„დადასტურდა კომპანია „ტრანსნეფტ-ბალტიკას“ კუთვნილი სამი საცავის ავზის დაზიანება. ეს ობიექტი რუსეთის ნავთობპროდუქტების ექსპორტის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ელემენტია, საიდანაც მიღებული შემოსავალი უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გასაგრძელებლად გამოიყენება“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, ამ დროისთვის დაზიანების მასშტაბები ზუსტდება და უკრაინული ძალები რუსეთის ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გააგრძელებენ.

„უკრაინის თავდაცვის ძალები გააგრძელებენ დარტყმებს მტრის სამიზნეებზე, როგორც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის სრულ შეწყვეტამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.ტერმნი