1753474429
ნეთანიაჰუ: კატეგორიულად ვგმობთ პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებას, აღიაროს პალესტინა

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ საფრანგეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფოებრიობა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ნეთანიაჰუ წერს, რომ ისრაელი ამ გადაწყვეტილებას 7 ოქტომბრის ტერაქტის ფონზე "კატეგორიულად გმობს".
"ასეთი ნაბიჯი ტერორის წახალისებას წარმოადგენს და ირანის კიდევ ერთი მარიონეტული ერთეულის შეიქმნის რისკს ზრდის - ისევე, როგორც ეს ღაზაში მოხდა" - აღნიშნავს ნეთანიაჰუ.
ნეთანიაჰუს მტკიცებით, "არსებული პირობებში პალესტინის სახელმწიფო ისრაელის განადგურების პლატფორმა გახდება".
"მკაფიოდ უნდა ითქვას: პალესტინელები არ ესწრაფვიან სახელმწიფოს ისრაელის გვერდით - ისინი სახელმწიფოს შექმნას ისრაელის ადგილას ცდილობენ" - წერს ისრაელის პრემიერმინისტრი