დამცირდება თუ დაინგრევა ოპოზიცია - რას გეგმავენ 25 ნოემბერს
1732297816
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერ ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ვაშინგტონის მხრიდან მიზანმიმართული მცდელობაა, რომ ჩინეთი გააღიზიანოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ასეთი მოულოდნელი გაღიზიანების წარმოქმნისთვის, მე მიზეზს ვერ ვხედავ, რადგან კარგად ვიცი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის ეს რას ნიშნავს“, - განაცხადა ლავროვმა.
ცნობისთვის, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი 2 აგვისტოს ტაივანს ეწვია. აღნიშნულ ვიზიტს პეკინის მხრიდან, ტაივანთან არსებული კონფლიქტის ფონზე, მწვავე რეაქცია მოჰყვა.