ნენსი მეისი: „10 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა ტრანსგენდერი ცხოველების შექმნაზე“ - Fox News

ნენსი მეისი

გასულ წელს, ბიუჯეტიდან 10 მილიონი დოლარი დაიხარჯა ტრანსგენდერი ცხოველების შესაქმნელად - ასეთი შედეგები აჩვენა White Coat Waste Project-ის კვლევამ - ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის წევრმა ნენსი მეისმა კომიტეტის მოსმენაზე განაცხადა. სტატია foxnews-მა გამოაქვეყნა.

„გასულ წელს White Coat Waste Project-მა გამოავლინა 10 მილიონ დოლარზე მეტი გადასახადის გადამხდელთა თანხები, რომლებიც დაიხარჯა ტრანსგენდერი თაგვების, ვირთხების და მაიმუნების შესაქმნელად. ბიუჯეტის თანხებიდან დაფინანსებულია ტრანსგენდერული ექსპერიმენტები, რომლის ფარგლებშიც ლაბორატორიულ ცხოველებზე ატარებდნენ ინვაზიურ ოპერაციებს და ჰორმონალურ თერაპიას მთელი ქვეყნის უნივერსიტეტებში“ - განაცხადა მეისმა.

მეისმა გააკრიტიკა ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია მსგავსი პროექტების ბიუჯეტის თანხიდან დაფინანსების გამო.

”ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დახარჯა $2,5 მილიონი დოლარი ტრანსგენდერი თაგვების ნაყოფიერების შესასწავლად, ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციას იმდენად სურდა გაევრცელებინა თავისი რადიკალური გენდერული იდეოლოგია ამერიკული საზოგადოების ყველა ასპექტში, რომ ისინი ქირურგიულად ცვლიდნენ ცხოველების სასქესო ორგანოებს.“ - განაცხადა მეისმა.

მეისის განცხადებით, აშშ-ის მთავრობა წელიწადში 20 მილიარდ დოლარს ხარჯავს ცხოველებზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად“.  „ჩვენ 1 მილიონ დოლარზე მეტი დავხარჯეთ იმის გასარკვევად, იყო თუ არა მდედრობითი სქესის ვირთხები, რომლებიც გადიოდნენ ტესტოსტერონით თერაპიას, სწორედ ამაში იხარჯებოდა თქვენი გადასახადის გადამხდელის თანხა“ - თქვა მოსმენაზე მეისმა.

მეისმა მადლობა გადაუხადა White Coat Waste Project-ს კვლევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მსგავსი კვლევებს ბიუჯეტიდან აღარ დააფინანსებენ.