9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა
1793345700
ლეო XIV-ე პირველი რომის პაპია, რომელმაც აშშ-ის საყოველთაო არჩევნებში ხმა მისცა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთედ პრესი“ ავრცელებს.
ვატიკანმა დაადასტურა, რომ ჩიკაგოში დაბადებულმა პონტიფიკოსმა, როგორც აშშ-ს მოქალაქემ, 3 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში ხმის უფლებით ისარგებლა და ბიულეტენი ჩიკაგოში ფოსტით გაგზავნა.
ვატიკანის განცხადებით, ეს მის რწმენას უკავშირდება, რომ მოქალაქეებმა საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ.
ცნობისთვის, აშშ-ში 2026 წლის 3 ნოემბერს შუალედური არჩევნები გაიმართება. ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატის 435-ვე და სენატის 35 წევრს აირჩევენ. ასევე, 39 შტატსა და ტერიტორიაზე გუბერნატორებისა და სხვა ადგილობრივი თანამდებობის პირების არჩევნები ჩატარდება. აშშ-ის რიგ შტატებში ამომრჩევლებს ხმის მიცემა არჩევნების დღემდე, პირადად ან ფოსტით უკვე შეუძლიათ.