„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
1793378800
ქობულეთში მე-6 კლასის მოსწავლეებს შორის ინციდენტი მოხდა. ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მომხდარის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ შესაბამის უწყებებს მიმართა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. გამოიკითხნენ მასწავლებლები და მოსწავლეები.
ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ქობულეთის რესურსცენტრი. ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია.