3 ადგილი სახლში, სადაც კატეგორიულად არ შეიძლება სარკის დაკიდება
1757966639
ნეაპოლში ქართველი ახალგაზრდა ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ნეაპოლში, ჩიმილიარკოს ქუჩაზე მდებარე ელექტროტექნიკის მაღაზიიდან თმის ფენის და მტვერსასრუტის მოპარვას ცდილობდა, რომლებიც ზურგჩანთაში და სხეულზე, ქურთუკში ჰქონდა დამალული. ეს ყველაფერი კი, გამოცემის ცნობით, 1500 ევროს შეადგენდა.
მაღაზიის თანამშრომელი მომხმარებლის ჩანთის და სხეულის მოცულობამ დააეჭვა, რომელსაც თან სავაჭრო კალათა არ ჰქონდა. შესაბამის უწყებაში დარეკვის შემდეგ ადგილზე პოლიცია მივიდა და ახალგაზრდა კაცი დააკავეს, რომელიც მაღაზიის დატოვებას აპირებდა.
სავარაუდო ქურდი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. 33 წლის ქართველს, ოთარ ჯ-ს მოუწევს, პასუხი აგოს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ქურდობისათვის.