სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1747394333
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის განაცხადებით, რუსეთის არმია უფრო დიდია, ვიდრე ორი წლის წინ, თუმცა მისი ხარისხი გაუარესდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
„რუსეთის სახმელეთო ჯარები ახლა უფრო დიდია, ვიდრე 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბური შეჭრის დროს, მაგრამ მათი ხარისხი მას შემდეგ გაუარესდა“, - აღნიშნა რობ ბაუერმა.
„ამ დროისთვის რუსები ისეთივე საფრთხეს არ წარმოადგენენ, როგორც 2022 წლის თებერვალში, ამიტომ დრო გვაქვს მოსამზადებლად“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს გულისხმობს ინვესტიციების გაზრდას თავდაცვის ინდუსტრიაში.