„23 ძარცვა და 179 ათას ევროზე მეტი ნაძარცვი“ - ვინ არიან საბერძნეთში დაკავებული ქართველი მძარცველები
1789848455
ბოლივიის ტყეებში აღმოჩენილი კატა ოფიციალურად ახალ სახეობად ცნეს - Leopardus tilcayo. ბოლო 100 წლის განმავლობაში ეს ბუნებაში გარეული კატის ახალი სახეობის პირველი აღმოჩენაა. ჯერჯერობით მეცნიერებისთვის ამ სახეობის მხოლოდ ერთი წარმომადგენელია ცნობილი, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ მისი გენეტიკური ნათესავები სამხრეთ ამერიკის ტყეებში ბინადრობენ.
კვლევა აღმოჩენის შესახებ ჟურნალში Current Biology გამოქვეყნდა. ეს პატარა მტაცებელი ზომით დაახლოებით ჩვეულებრივი შინაური კატის ტოლია და დიდხანს რჩებოდა შეუმჩნეველი, რადგან ის, როგორც ჩანს, სხვა გარეულ კატებში ერეოდათ.
თუმცა დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ კატა დამოუკიდებელ სახეობას წარმოადგენს. კვლევის ავტორების თქმით, ეს აღმოჩენა ხაზს უსვამს იმას, თუ კიდევ რამდენი რამ გვაქვს შესასწავლი პლანეტის ამ ერთ-ერთ ყველაზე შეუმჩნეველ ძუძუმწოვრებზე.