ნატოს გენერალური მდივანი: ჩვენ ვართ რუსეთის შემდეგი სამიზნე

მარკ რუტე

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ მოუწოდა მოკავშირეებს, გააძლიერონ თავდაცვითი ძალისხმევა რუსეთის მიერ წარმოებული ომის თავიდან ასაცილებლად, რომელიც შეიძლება იყოს „იმ ომის მასშტაბის, რაც ჩვენმა ბებია-ბაბუებმა და დიდმა ბებია-ბაბუებმა გადაიტანეს“.

ბერლინში სიტყვით გამოსვლისას, რუტემ აღნიშნა, რომ სამხედრო ალიანსის ძალიან ბევრი მოკავშირე ვერ გრძნობს ევროპაში რუსეთის საფრთხის გადაუდებლობას და რომ მათ სასწრაფოდ უნდა გაზარდონ თავდაცვითი ხარჯები და წარმოება, რათა თავიდან აიცილონ ისეთი მასშტაბის ომი, როგორიც წარსულმა თაობებმა იხილეს.

„ჩვენ ვართ რუსეთის შემდეგი სამიზნე. მეშინია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მშვიდად თვითკმაყოფილია. ძალიან ბევრი ვერ გრძნობს ამის გადაუდებლობას. და ძალიან ბევრს სჯერა, რომ დრო ჩვენს მხარესაა. ეს ასე არ არის. მოქმედების დრო ახლაა“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„კონფლიქტი ჩვენს კართან დგას. რუსეთმა ომი დააბრუნა ევროპაში. და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. რუსეთი შეიძლება მზად იყოს, გამოიყენოს სამხედრო ძალა ნატოს წინააღმდეგ ხუთი წლის პერიოდში“, - დასძინა მან.